დღეს, ირაკლი ალასანია სასტუმრო „თბილსი მარიოტში", საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრაზე „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი  სიტყვით გამოვიდა და აშშ-ს სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს  არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს.  შეხვედრის მეორე ნაწილში ირაკლი ალასანიამ პასუხი გასცა   სავაჭრო პალატის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს.