ბარაკ ობამამ ჟურნალ "People"-თან ინტერვიუში თავისი შვილების, 13 წლის მალიას და 10 წლის საშას, სიტყვების ციტირება გააკეთა, რომლებიც უარს ამბობენ Facebook-ით სარგებლობაზე:" ისინი ამბობენ: რა საჭიროა ხალხის დიდმა რაოდენობამ, რომლებსაც არ ვიცნობთ, იცოდეს ჩვენი საქმეების შესახებ." თავად პრეზიდენტმა კი დაამატა:" ვნახოთ როგორ დაიწყებენ აზროვნებას ოთხი წლი შემდეგ."
ამ წლის დასაწყისში მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ ის არ მისცემს თავის შვილებს უფლებას, გახდნენ Facebook-ის მომხმარებლები. პირველი ლედის განცხადების თანახმად, ის წინააღმდეგია, რომ მალია და საშა, ადრეულ ასაკში გახდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. მიშელ ობამამ არ გამორიცხა, რომ ის მისცემს უფლებას შვილებს ისარგებლონ Facebook-ით, იმ შემთხვევაში თუ მათი ოჯახი თეთრ სახლს დატოვებს.