რუსეთის ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა და დუმის ჩატარებული არჩევნების შედეგების მანიპულირება მოახდინა. ეს განცხადება აშშ-ს სენატორებმა გააკეთეს რუსეთში კანონიერების დაცვის შესახებ გამართული მოსმენების დროს. ინფორმაციას ამის შესახევ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მოსმენების დროს, სენატორმა-დემოკრატმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავს დაემთხვა და მიზნად ისახავს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების დაუშვებლობას. სენატორი ასევე აღნიშმავს, რომ "ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის გაბედული მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებიც მხოლოდ ერთს მოითხოვენ - საკუთარი უფლებების დაცვას".
სენატორ-დემოკრატმა ბენ კარდინმა აღნიშნა, რომ რუსეთში ოპოზიციის წარმომადგებლების დევნა აშშ-ს შეშფოთებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით, სენატორმა კარდინმა კვკავ მოუწოდა თავის კოლეგა-სენატორებს მხარი დაუჭირონ მის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც იმ ადამიანების აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას ეხება, რომელთაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან.
პირველად "კარდნის სიასთან" დაკავშირებული თემა რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში ფონდ "Hermitage Capital" -ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. ხოლო ამჟამად კარდინის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში იმყოფება განსახილველად.
"მანამ ვიდრე ჩვენ ამას ბოლოს არ მოვუღებთ ეს გაგრძელდება", _ აცხადებს კარდინი.
ამას გარდა, მოსმენებზე სენატორებმა ასევე მოუწოდეს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას დააჩქაროს რუსეთში ელჩად მაიკლ მაკფოლის დანიშვნა. მოსმენაზე აღინიშნა, რომ მაკფოლი რუსეთში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დამცველადაა ცნობილი.