რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული არ არის, რომ ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი, რომელიც რუსეთის განათლების სისტემის კრიტიკით გამოდის, სათანადო გამოცდილებას ფლობს იმისათვის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისროს ჩაუდეს სათავეში.
"თინას ბევრნაირი ნიჭი აქვს და ალბათ ყველაფერი მე არც კი ვიცი. იგი კაშკაშა და საინტერესო ქალია, მაგრამ იმისათვის, რომ უხელმძღვანელო სამინისტროს, თანაც ისეთ მნიშვნელოვან სამინისტროს, აუცილებელია გქონდეს გამოცდილება შესაბამის დარგში. არ ვარ დარწმუნებული, რომ თინას ეს გამოცდილება აქვს", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კითხვაზე პასუხის გაცემისას მოიაზრება თუ არა თიკა კანდელაკი რუსეთის განათლების მინისტრად.