რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ზუსტად ასახავს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას ქვეყანაში.
"საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდა, რის შესახებაც მე უკვე საჯაროდ გავაკეთე განცხადება. ეს შედეგები გამოხატავს თუ ვის უფრო ენდობა მოსახლეობა, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას. მიხედავად იმისა, რომ "ედინაია რასია"-მ დათმო თავისი პოზიციები, მაგრამ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ",- განაცხადა პუტინმა პირდაპირ ეთერში.