სინოპტიკოსები ახალ წელს საქართველოში თოვლის მოსვლას ვარაუდობენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მეტეოროლოგმა დოდო გვაზავამ განუცხადა ახალ წლამდე დაბალი ყინვები და ბურუსიანი დღეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება.
"ახალ წელს, შეინიშნება თოვლი, თუმცა სიმძლავრეზე საუბარი ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება, ასევე ახალქალაქში -14 და გუდაურში -10 გრადუსი. რაც შეეხება თბილისში საღამოს ყინვები და დღისით დედაქალაქში ტემპერატურა დაახლოებით + 8 გრადუსამდე მოიმატებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გვაზავამ.