მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძვის განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში "იუკოს"-ის ყოფილს მფობელს, მიხეილ ხოდორკოვსკის შეიწყალებს.
"პირველი გადაწყვეტილება იქნება ჰუმანური - შევიწყალებ ხოდორკოვსკის",- განაცხადა პროხოროვმა.
2005 წელს სასამართლიმ ხოდორკოვსკის და მის კოლეგას, "მენატეპის" ყოფილ ხელმძღვანელს, პლატონ ლებედევს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 2010 წელს მათი სასჯელი 14 წლამდე გაიზარდა რადგან მათ ბრალი 200 მილიონი ტონა ნავთის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში ედებოდათ.
ხოდორკოვსკისა და ლებედევის სასჯელის ვადა 2016 წელს ეწურებათ.