სს "თელასის" ქვესადგურში "ბაგები" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს გამო, 15 დეკემბერს, 03:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ტაბიძის, მიშველაძის, დარიალის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), აბულაძის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.