გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონებში გამართავს. მაია მიმინოშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცენტრის წარმომადგენლები ელექტრონული რეგისტრაციის სისტემასა და 2012 წლის გამოცდების სიახლეებს საქართველოს რეგიონების აბიტურიენტებსა და პედაგოგებს გააცნობენ.
პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან დღეს, 15 დეკემბერს, 14:00 საათზე ქუთაისში, პირველ საჯარო სკოლაში შედგება.