უახლოეს პერიოდში ბათუმში, თამარის დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსი გაიხსნება. 10 ჰექტარზე ოცდაორი 3-, 4- და 5-სართულიანი სახლების მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დასრულებული წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება და განათება.
რაც შეეხება ბინების შიდა ინტერიერს, დამონტაჟებულია გათბობისა და წყლის გამაცხელებელი სისტემები, გაზის ღუმელები, განათების მოწყობილობები. მიმდებარე ტერიტორიის კორპუსებთან მისასვლელი გზაც ასფალტირებულია, მიმდინარეობს ეზოების კეთილმოწყობა. ობიექტებს 1000 კილოვატი სიმძლავრის 4 ტრანსფორმატორი მოამარაგებს. გადაჭრილია სასმელი წყლის პრობლემაც. კორპუსების მომარაგების ცენტრალური სისტემა მიერთებულია ჩაისუბნის მაგისტრალზე.
608 საცხოვრებელი ფართით კერძო სექტორში მცხოვრები ის დევნილები დაკმაყოფილდებიან, რომელთაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ. თამარის დასახლებაში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა "მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაკვეთაა და იგი დევნილთა მიმართ მთავრობის სახელმწიფო სტარატეგიის განხორციელების მეორე ეტაპია.