Apple Computer Co-ის დაფუძნების სამგვერდიანი ხელშეკრულება ნიუ-იორკში, Sotheby's აუქციონზე, 1,59 მლნ. დოლარად გაიყიდა. წინასწარი შეფასებებით, დოკუმენტის ღირებულება 100 ათას დოლარიდან 150 ათას დოლარამდე იყო.
ვაჭრობა 70 ათასი დოლარით დაიწყო. დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 1976 წლის 1-ლი აპრილით, ხელმოწერილია Apple-ის თანადამფუძნებლების - სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ. ეგზემპლარი ტავიდან უეინს ეკუთვნოდა თუმცა გასული საუკუნის 90 იანი წლებში, როდესაც Apple-ის კრიზისული პერიოდი ჰქონდა, ის გაიყიდა. დოკუმენტის მყიდველის ვინაობა უცნობია.