მყინვარწვერზე დაღუპული მთამსველელების პატივსაცემად მემორიალური დაფა აიტანეს, სადაც 2001 წლიდან 2011 წლის ჩათვლით გარდაცვლილი სხვადასხვა თაობის 9 ადამიანის სახელია ამოტვიფრული. 
დაღუპული მთამსვლელების მეგობრები 17 დეკემბერს წმინდა გიორგის სკოლაში ფოტოგამოფენას და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გეგმავენ. 
ფილმში შეტანილია ძველი მასალა, სადაც 9 მთამსვლელის სპორტული შეჯიბრებაა აღწერილი. ასევე, იგეგმება მათი სახელობის ჩემპიონატი კლდეზე ცოცვაში.