მთავრობა პროფესიულ კოლეჯ "ბალავარს" აუქმებს. განათლებისა და და მეცნიერების მინისტრის  №204/ნ ბრძანების მიხედვით, 29 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის - "ბალავარის"  ლიკვიდაცია  განხორციელდება. 
დიმიტრი შაშკინის ბრძანებულებითვე, ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, "ბალავარის" უფლებამონაცვლედ, სსიპ "მერმისი" განისაზღვრა.