ყაზახეთი ვმო-ს წევრი შესაძლოა მომავალ წელს გახდეს, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერჟან კაზიხანოვმა გააკეთა.
"გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მომავალი წლის განმავლობაში ყაზახეთი ვმო-ს წევრი გახდება. მანვე განმარტა, რომ ქვეყანა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს.