სახელმწიფო ბრალდება ეჭვობს, რომ უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო ავადმყოფობის სიმულაციას ახდენს, იმისათვის რათა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდეს.
"ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს, რომ იგი სიმულირებს", _ განაცხადა პროკურორმა ლილია ფროლოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლოს შენობაში.
მან აღნიშნა, რომ ტიმოშენკო მედიკოსებმა გასინჯეს და სასამართლო პროცესში მისთვის მონაწილეობა არ აუკრძალავთ. ანუ ფაქტობრივად ექს-პრემიერს სასამართლო სხდომებში მონაწილეობა შეუძლია. თუმცა, პროკურორის თქმით, გაურკვეველი მიზეზების გამო ტომოშენკო სასამართლოში არ გამოცხადდა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.