დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ცესკომ 11 დეკემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 % ვერ დააგროვა.
ე.წ. ცესკოს მონაცემებით, კანდიდატ ევგენი შევჩუკს მხარი ამომრჩეველთა 38,53 % დაუჭირა, ანატოლი კამინსკის 26,48 %, ხოლო მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს იგორ სმირნოვს 24,82 %-მა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის პეტრ დანილენკოს ინფორმაციით, დღეს არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა და არა საბოლოო.
მასალის გამოყენების პირობები