რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ეს განცადება გრიზლოვმა დღეს თავად გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"დღეს მივიღე გადაწყვეტილება დეპუტატის მანდატზე უარი მეთქვა", - განაცხადა გრიზლოვმა და აღნიშნა, რომ იგი დუმაში უკვე რვა წელია მუშაობს და შეძლო განეხორციელებინა უმრავლესობა იმისა, რაც ჩაფიქრებული იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონში არავითარი შეზღუდვა არ არის, ამჟამად მე არ წავალ სახელმწიფი დუმაში, ვინაიდან არასწორად მიმაჩნია პალატის თავმჯდომარის თანამდებობა ზედიზედ ორ წელზე მეტ ხანს მეკავოს", _ განაცხადა გრიზლოვმა.