სს "თელასის" ქვესადგურში "საბურთალო-2" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების  გამო 15 დეკემბერს 10:30 საათიდან 16 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება:, ნუცუბიძის I და II მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას III; IV; V; VI;  კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ეულის, მინდელის, ფხაკაძის, ქავთარაძის და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე  მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.