სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ზედელაშვილის განცხადებით, ნოდარ კოჭლამაზაშვილმა თანამდებობა ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, კოჭლამაზაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობას ისევ გააგრძელებს, თუმცა რა პოზიციას დაიკავებ ჯერ-ჯერობით უცნობია.