ინტერნეტ-მაღაზიამ Amazon-მა წიგნების ათეული წარმოადგინა, რომლებიც 2011 წელს ყველაზე მეტად გაიყიდა.
საიტის ინფორმაციით, წლის ბეტსელერად იქცა უოლტერ ისაკსონის წიგნი "სტივ ჯობსი", რომელიც გაყიდვაში 24 ოქტომბერს შემოვიდა. წიგნის გამოცემა თავდაპირველად 21 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა ჯობსის გარდაცვალების გამო წიგნის გაყიდვა ერთი თვით ადრე დაიწყო.
წიგნი ბეტსელერების სიაში ჯერ კიდევ ივნისში მოხვდა. 6 ოქტომბერს, Apple-ს შემქმნელის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე, მის ბიოგრაფიაზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობა Amazon-ზე 41 ათასი პროცენტით გაიზარდა.
გარდა ისაკსონის წიგნისა, ტოპ-3 -ში შევიდა მსახიობ ტინა ფეის ავტობიოგრაფია "ბოსიპენტი" და ჯეისი ლი დუგარდის მემუარები "მოპარული ცხოვრება". დუგარდის წიგნი ბეტსელერი გაყიდვაში გამოსვლისთანავე გახდა.
2011 წლის ნოემბრის დასაწყისში ინტერნეტ-მაღაზიამ "ვირტუალური ბიბლიოთეკა"გაუშვა, რომელიც ხელმისაწვდომია Kindle ელქტრონული მკითხველებისთვის. თვეში ერთხელ მომხმარებელს რომელმაც, Amazon Prime პრემიუმ -აკაუნტი შეძინა, შეუძლიათ უფასოდ "აიღონ" ერთი წიგნი სპეციალური სიიდან, თუმცა წაკითხვის შემდეგ უნდა "დააბრუნონ" მომდევნოს წასაკითხად.
"ვირტუალურ ბიბლიოთეკაში" წარმოდგენილია დაახლოებით 5 ათასი წიგნი, ხოლო იყიდება 33 მილიონი ნაწარმოები.