ჟურნალმა Men`s Health-მა მსოფლიოს ყველაზე "ცხელი" ქალბატონების ტოპ-100-ლი გამოაქვეყნა.
რეიტინგში ცოცხალთა თანასწორად უკვე გარდაცვლილი ლამაზმანებიც შევიდნენ. გამომცემლობამ მიუთითა - "ყველა დროის" სია, თუმცა ქალები არჩეულია უპირატესად XX და XXI საუკუნიდან.
რეიტინგის ლიდერია 42 წლის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი. ეს ალბათ ტოპის მთავარი მოულოდნელობაა. ჟურნალი ჯენიფერის გამარჯვებას ასე განმარტავს "სასაცილო - ეს სექსუალურია, ჯენიფერ ენისტონი სასაცილოა" მის მიერ განსახიერებული სახეები მსახიობს ძალზედ ხელმისაწვდომს ხდის, იგი იშვიათად თამაშობს სულელებს და იგი არასოდეს არაა გადამეტებული. გარდა ამისა, ენისტონი საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. მაშინ როცა სხვა სექს-სიმბოლოები ერთგანზომილებაში იტკეპნებიან, ჯენიფერი სასაცილო ,რეალური და სექსუალური რჩება.
მეორე ადგილზე ამერიკელი მსახიობი რეკელ უელჩი აღმოჩნდა. თავის კარიერა ფილმის ვარსკვლავმა "მილიონი წელი ჩვენს ერამდე" ამინდის პროგნოზის წამყვანობიდან დაიწყო, თუმცა საკუთარი წარმატება ფილმით "ფანტასტიკური მოგზაურობა" გაამყარა, რომელიც 1966 წელს გამოვიდა.
უელჩი 1970 წლების ქალების სექს-სიმბოლო იყო, რომლმაც მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ბიკინი. იმავდროულად მსახიობი დაზარალდა საკუთარი სექსუალური გულცივობით - მას კატეგორიულად არ იყვანდნენ სერიოზულ როლებზე, თუმცა რაკელს გაუმართლა, იგი ფილმში "სამი მუშკეტერი" მოიწვიეს, სადაც კონსტანცია ბონასიეს როლი შეასრულა. ამ როლისათვის მას "ოქროს გლობუსი" მიენიჭა.
ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალის რეიტინგში მესამე ადგილი მერლინ მონრომ დაიკავა. მის სექსუალურობაზე საუბარი უბრალოდ უაზროა-ყველაფერი უკვე ნათქვამია. ამიტომაც აუცილებელია ითქვას ასეთი საინტერესო ფაქტი- ის არასოდეს ყოფილა საკუთარი სექსუალობის აპოლოგეტი. მაგალითად, მან კალენდრისთვის შიშველმა გადაიღო მხოლოდ იმისთვის, რომ არენდის ფული გადაეხადა. მაშინ როცა მერლინმა შთააგონა ჟურნალ Playboy შემქმნელები, სწორედ მერლინის ფოტო ამშვენებდა გამოცემის პირველ ნომერს.
რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ: მომღერლები ბრიტნი სპირსი, მადონა, ურსულა ანდრესი, ბეტი პეიჯი, პამელა ანდერსონი, აერობიკის შემქმნელი ჯეინ ფონდა. მეათე ადგილას აღმოჩნდა მსახიობი ანჯელინა ჯოლი.