მედია-კავშირ „ობიექტივის" წამყვანმა და ჟურნალისტმა რუსიკო მუმლაძემ „presage.tv" დატოვა. როგორც მუმლაძე "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე წერს, წამოსვლის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ მედიასაშუალების ყიდვაა.
„როცა გეუბნებიან, რომ ძლივს ნაოცნებარ დაფინანსებას გვაძლევენ, რა დროს ობიექტურობაა, არ გვაწყობს ამ ზე-კაცზე დითირამბების გარდა რაიმეს დაწერაო და ეს ყველაფერი, ამ პორტალის მიშასგან გამოქცევის წლისთვაზე ხდება, რა უნდა ქნას ჟურნალისტმა? მე დავტოვე „პრესაგე.ტვ", რომელიც ვერ იმსხვერპლა მიშამ და ჯიბეში ჩაიდო ბიძინამ. ისე, ბატონო ბიძინა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო ჩემი ქართული, თანაც ჟურნალისტური ოცნება?", - წერს მუმლაძე.