დღეს, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომელშიც იგი გაახმოვანებს საკუთარ პოზიციას მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, რაც 20 აგვისტოს გამართულ არჩევნების შედეგებს ეხება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
მისი თქმით, იგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონით, ურთიერთობდა ყარზაისთან.
კლინტონს არ დაუზუსტებია კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღო ავღანეთის ლიდერმა.
"მას გადაწყვეტილი აქვს განაცხადოს თავისი განზრახვის შესახებ და მე მსურს. რომ ეს მან თვითონ გააკეთოს, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი განვითარებული სიტუაციით და ვიმედოვნებ, რომ გამოსავალი, რომელიც კონსტიტუციურ წესრიგის ფარგლებში ჩაჯდება, ნაპოვნი იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში" - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, მან ასევე მიიღო ავღანეთში ამერიკული კონტიგენტის სარდლობისა და ავღანეთის ხელისუფლებისაგან პირობა იმის თაობაზე, რომ საპრზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა შესაძლებელი იქნება ამინდების გაუარესებამდე, კერძოდ პირველი თოვლის მოსვლამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ ავღანეთში აშშ-ს ელჩმა საიდ ტაიპ ჯავადმა რამდეიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნოემბერი არის ყევლაზე უკიდურესი პერიოდი მეორე ტურის ჩასატარებლად, რადგან შემდგომ დაიწყება ძლიერი სიცივეები, რომელიც ხელს შეუშლის არჩევნებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობას. ამ სახის გართულებები განსაკუთრებით ავღანეთის ჩრდილოეთითაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება არჩევნების გაზაფხულზე გადატანას, ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ "ეს კატასტროფის" ტოლფასი იქნება.