ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ავტობუსის გაჩერებაზე, შეიარაღებული თავდასხმა და აფეთქება მოხდა. აფეთქება ბოროტმოქმედების მიერ ნასროლმა ყუმბარებმა გამოიწვია. დაჭრილია 64 კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
ინციდენტი სენ-ლამბერის მოედანზე, ქალაქის ცენტრში მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სულ მცირე ოთხი გასროლა გაიგონეს.
თავდამსხმელები სამნი იყვნენ.
ერთი მათგანი მოკლეს. ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მესამეს კი ეძებენ.