პარიზში, იუნესკოს შტაბბინის თავზე, პალესტინის დროშა პირველად აღიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პალესტინის ადმინისტრაცია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
პალესტინის ადმინისტრაციის იუნესკოს წევრად მიღების გადაწყვეტილება იუნესკოს წევრმა ქვეყნებმა ოქტომბერში მიიღეს. ამ ფაქტმა რიგი ქვეყნების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მაგალითად, აშშ-მ პროტესტის ნიშნად გაეროს სააგენტოს დაფინანსება შეწყვიტა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ არ შეიძლებოდა პალესტინელები იუნესკოს წევრები გამხდარიყვნენ მანამ, ვიდრე ისრაელს და პალესტინის ავტონომიას სამშვიდობო ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.