იშვიათი ოქროს მონეტა, დამზადებული 1787 წელს იუველირ ბრაშერის მიერ, სახელწოდებით "ბრაშერის დუბლონი", აუქციონზე 7,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოქროს მონეტა გახდა, რომელიც როდესმე ჩაქუჩის ერთი დარტყმით გაყიდულა.
"ბრაშერის დუბლონი" კოლექციონერებს შორის პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც პირველ მონეტად მიიჩნევა, რომელიც აშშ-ი ოქროსგანაა მოჭრილი დოლარის ნომინალით. მონეტა წონით 26,66 გრამი (უნცია ოქროზე ნაკლები) 1787 წელს შეფასებული იყო 15 დოლარად. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მსოფლიო ბაზარზე უნცია ოქროს ღირებულება 1,6 ათას დოლარზე მეტია.
ბოლოს ეს მონეტა 2004 წელს გაიყიდა - როცა მისთვის სამი მილიონი დოლარი გადაიხადეს. ეს ერთადერთი "დუბლონია", რომელზედაც ოსტატის ინიციალები EB ამოჭრილია მონტაზე გამოსახული არწივის მკერდზე. დანარჩენ ცნობილ ხუთ "ბრაშერის დუბლონზე" ინიციალები ამოჭრილია არწივის მარცხენა ფრთაზე.
შუამავლად შეთანხმებაში კომპანია Blanchard and Co გამოვიდა,რომელიც ოქროს მონეტების გაყიდვაზეა სპეციალიზებული. სააგენტოს მონაცემებით, "ბრაშერის დუბლონი" გამოისყიდა საინვესტიციო კომპანიამ უოლ-სტრიტიდან. მყიდველისა და გამყიდველის ვინაობა არ ხმაურდება.
ბრაშერის მონეტამ სახელწოდება "დუბლონი" მიიღო, რადგანაც იწონიდა იმდენსავე, რამდენსაც კოლონიალურ ამერიკაში გავრცელებული ესპანეთის ოქროს დუბლონი.