კიევის სააპელაციო სასამართლოსთან სადაც იულია ტიმოშენკოს აპელაცია განიხილება ჩხუბი მოხდა. შენობასთან ყოფილი პრემიერის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ტიმოშენკოს მომხრეებმა და იმ დეპუტატებმა, რომლებიც პროცესზე არ შეუშვეს სამართალდამცავთა დერეფნის გარღვევა და სასამართლო შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც ჩხუბი მოყვა.
ინციდენტის შემდეგ შენობასთან სამართალდამცავთა დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ხმაურით დაიწყო აპელაციის განხილვაც. პროცესის დაწყებისთანავე ტიმოშენკოს ადვოკატმა მოსამართლე არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და აცილება მისცა. თავად ბრალდებული პროცესს არ ესწრება და საპატიმროში რჩება.