საუდის არაბეთში ქალი სასჯელის უმაღლესი ზომით - სიკვდილით დასაჯეს. ქალი ჯადოქრობაში ამხილეს. ცნობას არაბეთის სამეფოს შს სამინისტრო ავრცელებს. ეს საუდის არაბეთში მიმდინარე წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის 73-ე შემთხვევაა.
ქვეყანაში, რომელიც შარიათის უმკაცრესი კანონით ცხოვრობს მისი დარღვევა სასტიკად ისჯება. სასჯელის უმაღლესი ზომა კი მოძალადეებზე მკვლელებზე და ნარკომანებზე ვრცელდება.