რუსეთი 24 დეკემბრისათვის ემზადება - სწორედ ამ დღეს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა. ხუთპუნქტიანი რეზოლუციის მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, რუსეთის ყველა დიდ ქალაქში 24 დეკემბერს ოპოზიცია გრანდიოზული აქციების ჩატარებას გეგმავს.
რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები ქვეყანაში მოვლენათა განვითარების სცენარებს საჯაროდ განიხილავენ.
ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი-ჩხარტიშვილი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ოპოზიციას გამოდის ინიციტივით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ოპოზიციის ყველა ლიდერი შევა. მათ გამჭვირვალედ და ძალიან ღიად უნდა წარუდგინონ, რუსეთის მთელს მოსახლეობას მომავალი სამოქმედო გეგმა, რადგანაც ულტიმატუმის ვარა იწურება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება პოზიციების დათმობასა და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.
"ჩვენ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს რაც გვაქვს. არსად არ გვიხსენებია სიტყვა გაფიცვა, არადა ამის ორგანიზები შეიძლება", _ აცხადებს პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი.
ექსპერტები ასევე მსჯელობენ იმაზე, რომ შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილ აქციებზე პუტინ-მედვედევის გადაყენების ლოზუნგიც გაჩნდეს.
"მე მეთანხმები იმას, რაც აქციაზე გაჟღერდა, რომ ხელისუფლებას აქვს ორი კვირა. მე მეცოდება ის ბავშვები, რომლებიც ხელისუფლებამ დოლებით შეიარაღებული ჩამოიყვანა რეგიონებიდან ჩვენთან დასაპირისპირებლად", _ განაცხადა რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-ში გამართულ ექსპერტთა მსჯელობაში მონაწილე "ნოვაია გაზეტას" რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა.
"უკვე გული მერევა, თუ ისინი 12 დღეში არ გააუქმებენ არცევნების შედეგებს, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამისთვის კი ბევრი საშუალება გვაქვს", _ განაცხადა მსჯელობისას ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა.