გაზეთ "კომერსანტის" ხელმძღვანელობა ცენზურის მსხვერპლი გახდა - "კომერსანტ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ანდრე გალიევი და ჟურნალ "კომერსანტ ვლასტის" რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი იძულებულები გახადეს თანამდებობები დაეტოვებინათ.
საგამომცემლო სახლის მფლობელის ალიშერ უსმონოვის განმარტებით, მათი გათავისუფლების მიზეზი გამოცემაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები გახდა. კონკრეტულად არ სახელდება რა სტატიაზე არის საუბარი, თუმცა თავად რედაქციის ვარაუდოთ საქმე ანტიპუტინურ კოლაჟს ეხება, რომელიც "კომერსანტმა" არჩევნებთან დაკავშირებით დაბეჭდა. ეს ფაქტები 4 დეკემბერს გამოცემამ თავად დააფიქსირა.