დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი იგორ სმირნოვი ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუმებას მოითხოვს. ე.წ. ცესკომ სმირნოვის მიერ შეტანილი ამ საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ცესკოს წევრმა ვლადიმერ ჩუხნენკომ მიაწოდა.
"დღეს ცესკოში შემოვიდა პრეზიდენტობის კანდიდატის იგორ სმირნოვის სარჩელი, რომელიც არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მიერ ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება 14 დეკემბერს მიიღებს", _ განაცხადა ჩუხნენკომ.
მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდიტანიანი, 15-გვერდიანი დოკუმენტია.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ამ არჩევნებში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.