მილიარდერი მიხეილ პროხოროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ პროხოროვმა მოსკოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე თავად გააკეთა.
"გადაწყვტილება უკვე მივიღე. ეს, ალბათ, ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებაა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ. წინ დიდი სამუშაო მელის. ხელმოწერები უნდა შევაგროვო და უნდა დავრეგისტრირდე", _ განაცხადა პროხოროვმა.
რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის მარტში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ პროხოროვი რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პარტია "პრავოე დელოს" ლიდერის სახით აპირებდა, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში პარტიაში სკანდალი განვითარდა, რის შემდეგაც დელეგატებმა პროხოროვი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ბიზნესმენმა ამ სკანდალში კრემლის ადმინისტრაცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის ვლადისლავ სურკოვის გადაყენებას მოითხოვდა.
"მე უფრო კარგი საშუალება მოვძებზე - უბრალოდ, მისი უფროსი უნდა გავხდე", _ განაცხადა პროხოროვმა დღეს პრესკონფერენციაზე.