ესპანეთში მწეველთათვის სპეციალური რესტორანი გაიხსნა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ესპანეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც შენობის შიგნით მოწევას კრძალავს, რესტორნისა და ბარების მფლობელები მუდმივ შემოქმედებით ძიებაში არიან, რათა კლიენტებს მოწევისთვის კომფორტული გარემო შეუქმნან.
კადისში აშენდა რესტორანი, თითქმის კედლების გარეშე, სადაც მწეველებს შეუძლიათ მოუკიდონ სიგარეტს ისე, რომ არ შეეშინდეთ კანონის დარღვევის და ირგვლივ მყოფთა შეწუხების.
რესტორანი მწეველთათვის, სახელწოდებით "Libre Albedrío", რაც თარგმანში "თავისუფლებას" ნიშნავს, სანაპიროზე მდებარეობს.