კოლნის პოლიციამ სასტუმროში მცხოვრები სამი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ ნომერში 100-მდე გველი, 70 კუ და 20 ბაყაყი იქნა აღმოჩენილი.
9 დეკემბერს, სასტუმროს პერსონალმა, კიბეზე გველი აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ სასტუმროს ჩხრეკა ჩაატარა და სამი ჩინელის ნომერში უამრავი ქვეწარმავალი აღმოაჩინა.
ჩინელები ქვეწარმავლების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. კოლინის სასამართლომ ბრალდებულები რამდენიმე ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, თავდებით გამოუშვა.
ქვეწარმავლები დროებით კოლნის ზოოპარკში გადაიყვანეს. პოლიცია კი გამოძიებას კვლავ განაგრძობს.