პირველად 86 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ ამ ცნობილი სასმელის ფორმულის საცავის მდებარეობა შეცვალა.
1925 წლიდან Coca-Cola-ს ფორმულა ბანკის საცავში ინახებოდა, თუმცა ამიერიდან ფორმულა ატლანტიდაში - World of Coca-Cola-ს მუზეუმში შეინახება.
"ეს Coca-Cola-ს ისტორიაში ისტორიული დღეა და მშვენიერი დაგვირგვინება Coca-Cola-ს 125-წლიანი ისტორიის აღმნიშვნელი დღეისასწაულებისა", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მუხტარ კენტმა.
შეგახსენებთ, რომ სასმელი "კოკა კოლა" ქალაქ ატლანტაში (შტატი ჯორჯია, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ შეიქმნა. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა "Coca-Cola", რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.
კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლების სამი წილი მცენარე კოლას თხილის ერთ წილზე.