ეგვიპტეში მომხდარი პოლიტიკური გადატრიალების შედეგად სამართლადამცავი ორგანოების დაფინანსება შემცირდა, რაც თავის მხრივ დანაშაულის გაზრდამდე მივიდა, კერძოდ კი გაიზარდა და აყვავდა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის ინდუსტრია.
ახალი არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის "Coalition for Organ-Failure Solutions" (COFS) -ის მონაცემებით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვითაა დაკავებული, ქაიროს იატაკქვეშეთში ორგანოებით ვაჭრობა ბოლო დროის განმავლობაში ყვავის და ათასობით აფრიკელ ლტოლვილზე ახდენს გავლენას.
ორგანიზაცია "Coalition for Organ-Failure Solutions"-ის ანგარიშს "ეგვიპტეში ორგანოებით ვაჭრობას "სუდანელი მსხვერპლი" ეწოდება. ანგარიშში მოყვანილია ვიდეოდამადასტურებელი ფაქტები, ტრანსპლანტაციის ცენტრებში გაკეთებული ულტრაბგერითი კვლევების ჩანაწერები, სადაც აფრიკელები ორგანოებით მოვაჭრე ადამიანების მსხვერპლნი გახდნენ. ანგარიშში შესულია 60-მდე მსგავსი საქმე.
"დანაშაულის დროს თირკმლის ამოკვეთა ან დარწმუნების გზით ხდებოდა ან პირდაპირ ქურდობის გზით", _ ნათქვამია ანგარიშში და იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ორგანოებს კვეთდნენ, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსა და ბავშვებს.