15-16 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა ვაშაძე ბრიტანეთში მთელ რიგ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის თავის ბრიტანელ კოლეგასთან.
"შეხვედრები გაიმართება სამეფოს თემთა პალატაში. პარალელურად, 15 დეკემბერს დაგეგმილი ბრიტანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები, რომლებიც წარიმართება დეპარტამენტების დირექტორების დონეზე. დაგეგმილი არის მთელი რიგი ორმხრივი საკითხების განხილვა", - განაცხადა კალანდაძემ.