საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტბირთბრუნვის მონიტორინგი როგორც ელექტრონულად, ასევე ფიზიკურად განხორციელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"თავიდან იყო საუბარი, რომ იქნებოდა მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ ქართული დელეგაციის ძალისხმევით მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მონიტორინგი იქნება როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური ყოფნის ფარგლებში. კორიდორების სათავეებში განთავსდებიან მუდმივი ფიზიკური მონიტორები და ინფორმაციის გაცვლა მოხდება ელექტრონულად", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა ოფიციალური ხელშეკრულების ტექსტი, ასევე რუქებიც და შესაბამისად თვალნათლივ ჩანს როგორ იქნება განლაგება.