დნესტრისპითის თვითგამოცხადებული რესპულიკის ე.წ პარლამენტის ყოფილი სპიკერის ევგენი შევჩუკის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ შევჩუკმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ამას გარდა, შტაბში ასევე აცხადებებ, რომ ბიულეტენების 95 % უკვე დამუშავებულია.
"შევჩუკი რჩება ლიდერად ხმათა 39,1 % ით. მეორე ადგილზე უმაღლესი საბჭოს ახლანდელი სპიკერია ანატოლი კამინსკის ხმათა 27,7 %-ით, ხოლო მესამე ადგილზე კი დნესტრისპირეთის ახლანდელი პრეზიდენტი იგორ სმირნოვია. მან ხმების 25,5 % დააგროვა", _ აცხადებენ შევჩუკის საარჩევნო შტაბში.
დნესტრისპითის თვითგამოცხადებული რესპულიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად ჩაითვალა, ვინაიდან ხმის მიცემის პროცედურაში ამომრჩეველთა 56 % მიიღ მონაწილეობა. გამარჯვებისათვის განდიდატმა ხმათა 50 % + ერთი ხმა უნდა დააგროვოს.
ე.წ. საპრეზიდენტტო არჩევნების "მეორე ტური" არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორ კვირაში უნდა გაიმართოს.
დნესტრისპითის თვითგამოცხადებული რესპულიკის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად დარეგისტრირებულნი იყვნენ: მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი იგორ სმირნოვი, ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი კამინსკი, პარლამენტის ექს-სპიკერი ევგენი შევჩუკი, დნესტრისპირეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ოლეგ ხორშანი, მოძრაობა "პრორივის" ხელმძღვანელი დიმიტრი სოინი და პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ანდრეი საფონოვი.
მასალის გამოყენების პირობები