ცოფის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 61 წლის მამაკაცი მოათავსეს. ავადმყოფი გარდაბნიდან გადმოიყვანეს.
მამაკაცს ძაღლმა სექტემბერში უკბინა, თუმცა მას ექიმებისთვის არ მიუმართავს და არც ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთებია.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.