ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორცილებულმა რეფორმებმა ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტის სახე მიიღო.
"რეფორმებად წოდებულმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა საზოგადეობრივი ცხოვრებიდან გარიყა ინტელექტუალური და შრომითი რესურსების დიდი ნაწილი. რეფორმები, რომელზეც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, დიდი ხანია ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერინმენტის ხასიათი მიიღო, რომლითაც მართლდება უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჩამორჩენა განათლების და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობაა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში", - აღნიშნა ივანიშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მიძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმების აღშფოთების მიზეზი ქართული საზოგადეობის მენტალიტეტია და ქართული კულტურა ძნელად თავსებადია დემოკრატიული კულტურისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან.
"მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადეობა ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს. სინამდევლეში საქმე პირიქითაა. მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ქართველი ხალხი შეუცდომლად გრძნობს დ მხარს უჭერს იმ ცვლილებებს, რაც ქვეყანასა და საზოგადეობის ინტერესებშია. ხალხი მზადაა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტეერსებს. ამის ნათელი ნიმუში ერთიანი ეროვცნული გამოცდების შემოღებაა, რომელმაც საქართველოს განათლების სისტემას კორუფციის ლაქა ჩამრეცხა. წარმატებული იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმაც, რომლის შემდეგადაც მივიღეთ არაკორუმპირებული, კრიმინალთან მებრძოლი პოლიცია. ამ რეფგორმას საქართველოში არ მოჰყოლია რაიმე რყევა", - აღნიშნა მან.
ამასთან, ივანიშვილის შეფასებით, აღნიშნულ რეფორმებსაც მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და სამართალდამცავი სისტემების დაუფარაცი პოლიტიზაცია, როდესაც მათ ხელისუფელბა საზოგადეობის დაშინების იარაღად იყენებს.
"ეს ანგრევს მიღწეულ წარმატებებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.