საქართველო თავისი მმართველის ჩადენილ შეცდომათა გამო მიუღებელია საერთაშიროსო და საშინაო არენაზე. ამის შესახებ განცხადება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართული ოცნების" პრეზენტაციისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ სრულად ამოწურა საშინაო და საგარეო ყველა ლიმიტი და იქცა ქვეყნის ხელის შემშლელ ძალად საზოგადეობისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე.
"დადგა დრო თვალი გაუსწოროთ სიმართლეს და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა - ხომ არ შეეჩვია საქართველოს საზოგადეობა არსებულ რეალობას? ხომ არ შევეგუეთ იმას, რომ უპურო სანახაობის ქვეყანაში ვცხოვრობთ? დადგა დრო დაუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი. ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე. მიმაჩნია რომ სახელწმიფოს მართვის სისტემა უნდა დავაფუძნოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვაზე", - განაცხადა ივაშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს ბალანსი აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის.
"ეს გამორიცხავს ძალაუფლების თავმოყრას ერთ პოლიტიკური ძალის ხელში და ავტორიტარულ მმართველობას. ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი უნდა მივიღოთ მხოლოდ საზოგადეობასთან კონსულტაციების საფუძველზე", - განაცხადა ივაშვილმა.