ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე საზოგადოებას გაერთიანებისკენ და ქართული ოცნების ასრულებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ კალაძემ დღეს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"დღეს ყველამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ეს ქვეყანა მარტო პოლიტიკოსების არ არის, ის ყველას გვეკუთვნის, ყველას სატკივარია. დღევანდელ ხელისუფლებას ჰგონია, რომ მოქალაქეებს მხოლოდ მოვალება გვაქვს იმისა, რომ უხადოთ ჯარიმები და გადასახადები. სინამდვილეში კი მოვალეობასთან ერთად უფლებებიც გაგავჩნია. გვაქვს უფლება მუშაობის, ცოდნის მიღების, გვაქვს უფლება გვჯეროდეს დამოუკიდებელი, სასამრთლიანი სასამართლო სისტემის", - აღნიშნა კალაძემ თავის გამოსვლაში.
მისივე შეფასებით, დღევანდელ საქართველოში მძიმე სოციალური ფონია შექმნილი, რის გამოც მილიონობით ადამიანი იძულებულია დატოვოს ქვაყნა, ხოლო ვინც რჩება მათ უმუშევრობა ემუქრებათ.
"ჩამოყალიბებულია ადამიანთა გარკვეული კასტა, რომლებიც დაუსჯელობის სინდროიმით სარგებლობენ, რომელთაც მოახდინეს კანონის უზურპაცია, ხოლო კონსტიტუცია სათავისოდ მოირგეს. ადამინთ ცემა, დასმენა, შანტაჟი, კანონის სახელით რეკეტი და უკანონო ქმედებები მათ ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს", - აღნიშნა მან.
ამასთან, კახი კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა გაერთიენებისკენ და აღნიშნა, რომ საკამარისზე მეტი მიზეზი არსებობს, რათა დადგეს საერთო სახალხო გამოღვიძების დრო.
"სულ რაღაც ერთ წელში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი არჩევანის წინაშე დადგება. აქ არჩევანი მწირია - ქვეყანა ან გააგრძლებს რეგრესს ან მოსახლეობა აირჩევს ქართულ ოცნებას. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვთხოვო, რომ დროა ყველა ერთად დავდგეთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა ფორმით ავისრულოთ ქართული ოცნება და გამოვხატოთ ჩვენი აზრი", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.
კალაძემ ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზეც გააკეთა განცხადება.