"საქართველოს უმძიმესი დარწყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. უბედურება ეწვია მრავალ ქართულ, აფხაზურ და ოს ოჯახებს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, კონფლიქტებით გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ოჯახის წევრები და ახლობლები.
"საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპიერებულია. სავალალო პირობებში ცხოვრობს ათასობით დევნილი. საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარებაც, რომ არა ჩვენი ხელისუფლების უმძიმესი შეცდომები, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფელბას არ გააჩნია კონფლქიტების მოგვარებნის პოლიტიკური რესურსები, არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია.
"ხელისუფელბის სტრატეგიის ერთ ერთ მიმართულებად რჩება აპროპბირებული რუსული საფრთხის პრევენციის პრინციპი. ხელისუფელბა ამ მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებებით პოლიტიკური მოტივით აქტიური პირების დაჭერას. შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას. მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს", -აღნიშნა ივანიშვილმა.
მანვე, ამ კონტექტსში ყურადღება გაამახვილა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისატიკით დარბევაზე.