"უმუშევრობა ინტენსიურად მატულობს, დამახინჯებული ოფიციალური მონაცემებითაც კი ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. უკუდურესად დამძიმდა ვითარება სოფლად. სოფელი ღატაკდება და იცლება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თმით, დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა "ჩვენი შვილების თაობას ნაციონალურ კატასტროფას უქადნის".
"ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ქართველი თუ არაქართველი გადახვეწილია ქვეყნიდან და ხშირად მონურ შრომაში ახერხებს ფიზიკურ გადარჩენას. ცალკეული სოციალური პროგრამების მიუხედავად არცერთი წარმატებული პროექტი არ განხორციელებულა ჯანდაცვის სფეროში. მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტ ნაკლებად წარმატებულულ სასწავლებელში დწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისთვის ხელმიუწვდომელია. უყურადღებოდაა მიტოვებული ჩვენი ქართული კულტურა, ანუ ის რითაც ჩვენ მუდამ ვამაყობდით", - განაცხადა ივანიშვილმა.