"ჩემი იდეალი არის დავინახო საქართველო როგორც განსხვავებულთა ერთობა, შეთანხმება", - ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან საქართველოში შექმნილი ვითარება შექსპირის "ჰამლეტს" შეადარა და აღნიშნა, რომ ქვეყნაში "შმორის სუნი იგრძნობა".
"ჩემ პირად განცდას გეტყვით, რომელიც შექსპირმა "ჰამლეტში" ასახა. სამშობლოში დაბრუნებული ჰამლეტი გრძნობს რაღაც სუნს, რაღაც არასწორს, არამართლებულს, არაჯანსაღს, რაღაც დაპლა დანიშიც. ეს შმორის სუნი იგრძნობა და ამ რელეობას უნდა გაუსწოროთ თითეულმა ჩვენგანმა თავლი", - დასძინა ამაღლობელმა.
მისვე თქმით, ახლა მთავრი ამოცანა საზოგადოებრივი, განსხვავებული აზრის კონსოლიდაციაა.
"სწორედ განსხვავებული აზრი არის პროგრესის მამოძრავებელი იმპულსი, რისკენაც მიდის კაცობრიობა. ნაცვლად განსხვავებული აზრისა ჩვენ გვაქვს ხელისუფლების დაშტამპული, ერთფეროვანი, უსახო აზროვნება. ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავუპირისპოიროთ არსებულ რეალობას ჩვენი მრავალფეროვნება, ღიაობა, გახსნილობა და ჩვენი განსხვავებულობა", - მიაჩნია რატი ამაღლობელს და აქვე დასძენს, რომ ეს არის რაც ქართულ საზოგადოებას გააჩნდა, გააჩნია და ის ამით მიაღწევს წარმატებულ პროგრეს.