"ქვეყანაში დამკვიდრებულია ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი. რაც გულისხმობს ბიზნესის სრულ ლოიალობას, და ხშირ შემთხვევაში სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან", - ამის შსახებ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და შესაბამისად ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.
"შედეგად მივიღეთ მონოპოლიებით მართული ეკონომიკა, ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენის როგორც მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მთავარი გარანტის ჩამოყალიბების წინაპირობა. შორს ვარ იმ აზრისგან რომ არსებული ვითარება მოსწონთ თუნდაც იმ ბიზნესმენებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მანკიერი თამშის წესებს ემორჩილებიან. დარწმუნებული ვარ რომ თუ ისინიც ჩვენს გვერდით დადგებიან. იქნებიან საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში", - განაცხადა ივანიშვილმა.