"2003 წლის ვარდების რევოლუციამ მიუხედავად პირვანდელი წარმატებებისა ვერ გაამართლა საზოგადეობის უდიდესი ნაწილის ნდობა", - აღნიშნა თვის გამოსვლაში "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა.
"სამოქალაქო საზოგადეობა უხეშად არის ჩამოშორებული სახელმწიფოს მართვას. მოშლილია ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევითი ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურებიან. აბუჩადაა აგდებული ქვეყნის კონსტიტუცია, მისი გადაკეთებისა და ერთ ადამიანზე მორგების დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება.
"გამეფებულია ელიტარული კორუფცია. ადამიანის უფლბები პრაქტიკულად ირღვევა ყველა სფეროში. ციხეებში პოლიტიკური, უდანაშაულო და მცირე დანაშაულისთვის ათასობით პატიმარია გამომწყვდეული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში. ზეწოლა ხორციელდება მათ ოჯახებზე, განსკაუთრებით მაშინ როდესაც ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება", - აღნიშნა ივანიშვილმა.