"ძლიერმა, მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოებამ უნდა განკარგოს ქვეყნის ბედი და მომავალი. ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და აკონტროლოს არჩეული ხელისუფლება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზეტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოძრაობა "ქართული ოცნება" შექმნის რეგიონალუირ სტრუქტურებს რომელთა მთავარი დანაიშნულება იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადეობისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდეს იმ პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, რომელსაც ხალხი დაუჭერს მხარს.
"საზოგადეობრივი მოძრაობა მოიზიდავს გამოცდილ კადრებს იმ საკითხებზე სამსჯელოთ, როგორიცაა მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა სოციალური უზრუნველყოფა, განათლებ,ა მეცნიერება კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, და სპორტი. შესაბამისი თემატური ჯგუფები შეისწავლიან ცალკეული დარგებში არსებულ ვითარებას და და შეიმუშავებენ განვითარების ეფექტურ მოდელებს", - განაცხადა ივაიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ჯგუფებში გაიმართება კონსულტაციები კონკურენტული სფეროების ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან.
"ჩვენი მიზანია სახელმწიფოს აღმშენებლობა იმ დემოკრატიულ პრინციპებზე, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ხელისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.