"პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას ვინც მოახერხეთ და ჩვენთან ერთად ხართ, ან დარბაზის გარეთ იმყოფებით. თქვენთან ერთად მივესალმები მათ ტელეკრენებით და რადიომაუწყებლით ადევნებს თვალყურს ჩვენს პრეზენტაციას. მივესალმები მათ ვინც ვერ გვიყურებს და ვერ გვისმენს მაგრამ ჩვენსავით ფიქრობს, მივესალმები მათაც ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს მაგრამ ასევე უყვარს საქართველო და ოცნებობს მი საუკეთესო მომავალზე", - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა "ქართული ოცნების" პრეზეტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართო შეკრების მოწყობა
"ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართო შეკრების მოწყობა, მაგრამ ჩვენ წინ კიდევ ბევრი დიდი თუ პატარა შეკრება გველს და საბოლოოდ მთელ ქვეყნას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" იქმნება, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა.
"საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" იქმნება, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა რელური გახდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალური განვითარების პროცესებზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.